ჩვენ შესახებ

ლამონდ – სურნელი, როგორც პერსონალური ისტორია

ლამონდ არის ქართული არტიზანული პარფიუმერიის ბრენდი, რომელიც შეიქმნა მათთვის, ვინც ეძებს გამორჩეულს, ხელნაკეთს და ავთენტურს. ჩვენთვის სუნამო არ არის მხოლოდ აქსესუარი – ეს არის ემოცია, რომელიც ფლაკონშია მოქცეული.

ხელნაკეთი და ექსკლუზიური

ჩვენი ყველა არომატი იქმნება მცირე ტირაჟით, განსაკუთრებული ყურადღებითა და დეტალებისადმი სიყვარულით. ჩვენ თავად ვმუშაობთ თითოეულ ფორმულაზე, რათა მივიღოთ უნიკალური კომპოზიციები, რომლებიც არ ჰგავს მასობრივ წარმოებას.

ხარისხი კომპრომისების გარეშე

ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებს, რათა შევქმნათ მრავალშრიანი და მდგრადი სურნელები. ლამონდის ფილოსოფია მარტივია: შევთავაზოთ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხი და დახვეწილი ესთეტიკა, რომელიც ხაზს უსვამს მათ ინდივიდუალურობას.

ესთეტიკა და ხასიათი

ჩვენი მიზანია შევქმნათ სრულიად განსხვავებული გამოცდილება — Luxury ესთეტიკისა და არტ-პარფიუმერიის სინთეზი. ჩვენი შთაგონების მთავარი წყარო სახვითი ხელოვნება და მხატვრობაა. მაგალითად, ჩვენი გამორჩეული ნამუშევარი "ამბორი" სწორედ ამ ხედვის გამოხატულებაა: ის არის კლასიკური ხელოვნების თანამედროვე ინტერპრეტაცია, სადაც სურნელი და ვიზუალური მხარე ერთიან, დახვეწილ ნამუშევარს ქმნის.